"ეს მკვლელი, ბავშვის მოტაცებაზე იყო ნასამართლევი" - რა განუცხადეს დრონი.ჯი-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში
“არ ვიცი რამდენად მართალია, როგორც მომწერეს პროკურატურაზე დაყრდნობით, ეს მკვლელი, ბავშვის მოტაცებაზე იყო ნასამართლევი” - ამ ინფორმაციას
სოციალურ ქსელში
ევროპული საქართველოს
წევრი ლიკა
ბასილაია- შავგულიძე ავრცელებს.
დრონი.ჯი
აღნიშნულის გადასამოწმებლად
შინაგან საქმეთა
სამინისტროს დაუკავშირდა.
„ეს
არის პერსონალური
ინფორმაცია ამას
ჩვენ ვერ
გავცემთ, ამიტომ
არც ვადასტურებ
აღნიშნულს და
არც უარვყოფ“-
ასეთ კომენტარს
აკეთებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ
გორში წუხელ
საღამოს საშინელი
ტრაგედია მოხდა.
8 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი გორში დილიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს.
ბავშვის ცხედარი გორის რაიონული სასამართლოს ეზოში ნაწამები ნახეს.
შსს-მ ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა, რომელიც მათივე ინფორმაციით წარსულში ნასამართლევია.
კომენტარი