სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პატრიარქის აღსაყდრების 35 წლისთავს პარიზში კონცერტი ეძღვნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების ოცდამეთხუთმეტე წლისთავს პარიზში 18 მაისს საქველმოქმედო კონცერტი მიეძღვნება, სადაც პატრიარქის ნაწარმოებებს მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლები შეასრულებენ.

საპატრიარქოს ცნობით, კონცერტის მონაწილეები პარიზში დღეს გაემგზავრებიან.

კონცერტში მონაწილეობას ღებულობს ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძეც, რომელიც რეპეტიციების გასავლელად თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა:

“თავად ვთხოვე კათოლიკოსს, ნება მოეცა ჩემთვის მისი მუსიკა შემესრულებინა. ევროპელ მსმენელს პირველად მიეცემა შესაძლებლობა, კათოლიკოსის მიერ შექმნილი ნაწარმოებები მოისმინოს. კონცერტში მონაწილეობისთვის მსოფლიოში აღიარებული სოლისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან", - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

კონცერტის პროგრამაშია ქართული საგალობლებიც, სამების საპატრიარქო გუნდის შესრულებით. საღამოს თანხლებას გაუწევს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100