სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს-დან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა, დანაშაული გახსნეს

შსს-დან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა, დანაშაული გახსნეს. ამ ინფორმაციას „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ ავრცელებს

“აი ასეთ პროფესიონალებს ათავისუფლებენ !!!!

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებულმა პატრულ– ინსპექტორებმა დანაშაული გახსნეს.

ქალაქ ზუგდიდში 27 მარტს, 22:00 სთ–ზე, სოხუმისა და წერეთლის ქუჩების კვეთაზე მომხდარი დანაშაული ყოფილმა სამართალდამცველებმა გახსნეს. დაჭრილია თენგიზ მ. ბრალდებული ლევან კ. ყოფილმა პატრულ ინსპექტორებმა, ამჟამად სამართალდამცავთა დაცვის ლიგის თანამშრომლებმა დავით ყოლბაიამ და ზურაბ სოსელიამ შემთხვევის ადგილზე დააკავეს, შემდეგ კი სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლებს ჩააბარეს. ყოფილმა პატრულ ინსპექტორებმა გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც .

აღსანიშნავია, რომ დავით ყოლბაია და ზურაბ სოსელია შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2013 წლის 30 ნოემბერს გაათავისუფლეს, ყოფილი პატრულ ინსპექტორებისთვის ცნობილია, რომ მათი ორგანოდან დათხოვნა, არჩევნებამდე ზუგდიდის ამჟამინდელი მერის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას უკავშირდება.” – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100