
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი, -ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
რამდენიმე საათიანი დებატების შემდეგ კანონმდებლებმა კენჭი უყარეს პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებულ ორ ბრალდებას - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რომელიც 230 ხმით 197-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს და კონგრესისთვის ხელის შეშლას, რომელსაც მხარი 229 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 198 აღმოჩნდა.
პროცესი სენატში გადაინაცვლებს, რომელიც იანვარში გადაწყვეტს, დარჩება დონალდ ტრამპი თანამდებობაზე თუ არა.
კომენტარი