
კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა
„იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ Sky Sports-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 20 იანვარს, იტალიის სუპერთასის ფინალში, „იუვენტუსის“ „ნაპოლისთან“ შეხვედრაში, ფეხბურთელმა კარიერის 760-ე გოლი გაიტანა.
ამგვარად, მან ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებებს თავდამსხმელის, იოზეფ ბიცანის რეკორდი მოხსნა, რომელიც 1950-იან წლებში თამაშობდა და კარიერის განმავლობაში ოფიციალურ მატჩებში 759 ბურთი გაიტანა. მანამდე რონალდუმ ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ბრაზილიელ პელეს გადაუსწრო (757 გოლი).
კომენტარი