
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში
ოთხი წარმატებული სეზონის
და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა.
ტექსკოლაში 2025 წლის
მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში.
სამ თვიანი კურსის
ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტურ კონცეფციებს, განავითარებენ
საჭირო უნარ-ჩვევებს და შეძლებენ მათ გამოყენებას რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების
გადასაჭრელად.
კურსი მიზნად ისახავს
გაზარდოს ხელოვნური ინტელექტის ინტერესი რეალურ პროექტებზე პრაქტიკული მუშაობის გზით.
Python-ის საწყისები,
ხელოვნური ინტელექტის მოდელების დახვეწა (fine-tuning), დიდი რაოდენობის მონაცემებთან
მუშაობა; სამუშაო მოდელების გაწვრთნა და ოუფენ სორს LLMs (მაგ.: llama) მოდელების გამოყენება
- ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც კურსის მიმდინარეობისას დაამუშავებენ მოსწავლეები.
ფინალურ პროექტზე მუშაობისას კი დამოუკიდებლად დაგეგმავენ და შექმნიან ხელოვნური ინტელექტის
(AI) აპლიკაციას.
თიბისი ტექსკოლის სასწავლო
პროგრამებში მონაწილეობა უფასოდ შეუძლიათ მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს
მთელი საქართველოდან.
არ გამოგრჩეთ თიბისი
ტექსკოლაში რეგისტრაცია 24 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს.
კომენტარი