
"ქრისტიან-დემოკრატები" ქვეყნის რევოლუციური გზით განვითარებას მხარს არ უჭერენ
"ქრისტიან-დემოკრატები" ქვეყნის რევოლუციური გზით განვითარებას მხარს არ უჭერენ და, შესაბამისად, არც დღევანდელ აქციებში მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც "ქრისტიან-დემოკრატმა" დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის პოლიტიკურ გუნდს მიაჩნია, რომ რევოლუციური განვითარება ამ ქვეყნისთვის კარგი არ იქნება.
შესაბამისად, "ქრისტიან-დემოკრატები" აქციებს განიხილავენ არა ხელისუფლების ცვლილების, არამდე მასზე ზეწოლის მექანიზმად, რათა დათმონ და ქვეყანამ ადეკვატური საარჩევნო გარემო მიიღოს. "სწორედ დემოკრატიული არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება", – დასძინა ვეფხვაძემ.
კომენტარი