
დღეს პატრიარქი 460 ჩვილის ნათლია გახდა
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, ჩვილთა 22-ე საყოველთაო ნათლობის მეორე ეტაპი გაიმართა. როგორც Prime Time News-ს საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს 460 ბავშვის ნათლია გახდა.
იმის გამო, რომ ფონდ "ლაზარეში" 840-ზე მეტი განაცხადი შევიდა, გადაწყდა ნათლობის ორ ეტაპად ჩატარება. საყოველთაო ნათლობის პირველი ეტაპი კვირაცხოვლობის დღეს შესრულდა.
დღეისათვის უწმინდესის ნათლული 12 000-ზე მეტი ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
საყოველთაო ნათლობას საფუძველი 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინიციატივით ჩაეყარა.
კომენტარი