სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ზურაბიშვილი: ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში

ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

„ოპოზიცია განიხილავს დესტაბილიზაციის სცენარს, ეს არავისთვისაა საიდუმლო. ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში. მგონია, რომ ეს არაა ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ამ ქვეყანას სჭირდება არჩევნების შემდეგ სტაბილურობა და მე ამისთვის მოვდივარ. ვისაც დესტაბილიზაცია სურს, იმას არ აქვს ამ ქვეყანაში მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100