სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფარშირებული შნიცელი

მასალა:

750 გრამი შვლის ხორცი (კუდუსუნი, თეძო)

150 გრამი შვლის ღვიძლი

25 გრამი ხახვი

მარილი და სანელებლები

5 სუფრის კოვზი ღვიის ნაყენი

ხორცი დავჭრათ 10 ნაჭრად, დავბეგვოთ და დავამარილოთ. შვლის ღვიძლი შევწვათ ტაფაში ხახვთან ერთად, დავამატოთ მარილი და სანელებლები, დავასხათ 2 სუფრის კოვზი ღვიის ნაყენი. მიღებული მასა თანაბრად გადავანაწილოთ ხორცის 5 ნაჭერზე, ზემოდან დავადოთ 5 დარჩენილი ნაჭერი და ბოლოები პატარა ჩაქუჩით დავუბეგვოთ, რომ ზედა და ქვედა ნაჭრები კიდეებით ერთმანეთს მიეკრას. მომზადებული შნიცელის ნაჭრები ამოვავლოთ ფქვილში და სწრაფადვე შევწვათ. წვისა პროცესში მიღებული სოუსს დავუმატოთ 3 სუფრის კოვზი ნაყენი ღვიის მარცვლებისაგან და მოვასხათ ლიმონის წვენი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100