თევზის საცივი
მასალა:
თევზი - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 1,5 ჭიქა
ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა
ხახვი - 4-5 თავი
ნიორი - 2 კბილი
კვერცხის გული - 3 კვერცხის
ქონდარი, ოხრახუში - 2-2 ძირი
ქინძი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
გასუფთავებული, გარეცხილი თევზი ნახევრად მოვხარშოთ და მერე შევწვათ. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი ნიორთან და ყვითელ ყვავილთან (ზაფრანა) ერთად და გამოცხადოთ ზეთი. ცალკე დავნაყოთ ქინძის თესლი, წიწაქა, ქონდარი, ნედლი ოხრახუში, ცოტა მარილი და კარგად ავურიოთ დანაყილ ნიგოზში, გავხსნათ ძმარში და თევზის ბულიონის ზედაპირიდან მოხდილ სიმსუქნეში. ბულიონი ჩავასხათ სუფთა ქვაბში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ავურიოთ შიგ გათქვეფილი კვერცხის გული. შემწვარი თევზი ლანგარზე მოვათავსოთ და დავასხათ ზედ ცხელი საცივი, როცა შეგრილდება, სუფრაზე მიტანის წინ, მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.
კომენტარი