
არჩევნების დაწყებიდან 9 საათში საოლქო-საარჩევნო კომისიებში უკვე 46 საჩივარია შეტანილი
ამ დროისათვის, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 46 საჩივარია შეტანილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განუცხადა. მისი ინფორმაციით, საჩივრების უმრავლესობა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ არის დაწერილი. ცესკო-ს სპიკერის განმარტებით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. „ მაგალითად, ხარვეზები შეეხება საარჩევნო უბანზე აგიტაციას, მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებას, რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს ჰქონდათ შესვლის პრობლემა, რომელიც დროულად აღმოიფხვრა საუბნო-საარჩევნო კომისიების მიერ. გარდა ამისა, საარჩევნო დოკუმენტაციის შევსებასთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურული მცირე ხასიათის ხარვეზები გამოვლინდა“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ. მისივე ინფორმაციით, საოლქო-საარჩევნო კომისია შეტანილ საჩივრებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განიხილავს და შესაბამის კანონისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.
კომენტარი