თბილისის ზღვასთან ადამიანის თავის ქალა და ძვლები იპოვეს
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ხეზე ჩამოკიდებული ადამიანის თავი და ძვლები აღმოაჩინეს. თავი, სავარაუდოდ, მამაკაცისაა. ადგილიდან დიდი ზომის დანაც ამოიღეს. შემთხვევის შესახებ სამართალდამცველებს მოქალაქემ შეატყობინა.
არის თუ არა ნაპოვნ თავის ქალასა და ძვლებს შორის კავშირი, სასამართლო ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.
წინასწარ, სამუშაო ვერსიად პოლიცია თვითმკვლელობას ასახელებს. შემთხვევა დაახლოებით რვა თვის წინ მოხდა, ვინაიდან სხეული მთლიანად გახრწნილია, ნაწილები კი ნადირმა შეჭამა.
გვამის იდენტიფიკაცია საკმაოდ რთულია, სამართალდამცვათა ვარაუდით, გარდაცვლილი, შესაძლოა, შუახნის მამაკაცი იყოს.
კრიმინალისტებმა სხეული დარჩენილი ნაწილები და თავსი ქალა უკვე გადაიტანეს ექსპერტიზის ბიუროში, მიმდინარეობს მოკვლევა.
კომენტარი