სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტჰიტები: ბავშვმა პროტესტის ნიშნად დედას კაბა ჩახადა და ტრუსისამარა დატოვა (ვიდეო)

გამოჩენისთანავე ინტერნეტჰიტად ქცეულ ამ ვიდეოზე ნათლად არ ისმის, რას ითხოვდა დაახლოებით 7-8 წლის ბიჭუნა, სავარაუდოდ რუსი, ქერათმიანი, მოკლე კაბაში ჩაცმული დედისგან, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერთან რაღაც საკითხის გარკვევას ცდილობს და მას შეკითხვებს უსვამს.

ბიჭუნას მოთხოვნაზე, ყურადღება მიაქციოს, დედა მხოლოდ რამდენიმე რეპლიკით იფარგლება, უყურადღებობით გაღიზიანებული ბიჭუნა კი ჯერ მოაჯირიდან ყრის ქაღალდებს, შემდეგ ჟურნალების მაგიდას ხელის ერთი მოსმით ასუფთავებს და როცა დედის ყურადღებას ამითაც ვერ იქცევს, პროტესტის ნიშნად მას კაბას ჩახდის და გარბის...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100