სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვისთვის იქნება სავალდებულო სკოლაში პირბადის ტარება- ახალი რეგულაციები

სკოლებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაირკვა, სკოლის ყველა ვიზიტორისა და თანამშრომლისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება, თუმცა პირბადის ტარება მოსწავლეებს არ მოუწევთ.

„მთავარი პრინციპები უსაფრთხო სასწავლო გარემოსთვის ძირითადად სამი მიმართულებაა, ესენია პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, პირბადეების შესაფერისი წესით გამოყენება, დისტანციის შენარჩუნება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. თითოეული ამ მიმართულებით დეტალური რეკომენდაციები არის ჩაშლილი. რამდენიმე მათგან მინდა გაგიზიაროთ, დისტანცია 1 მეტრი ესაა მინიმალური უსაფრთხო დისტანცია, რომელიც სკოლაში აუცილებლად უნდა იქნას დაცული, პირბადის გამოყენება სასკოლო გარემოში სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, იქ დასაქმებული მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის, გარდა მოსწავლეებისა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100