სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პანჩო: „შესაძლებლობა რომ მქონოდა, მფრინავ ჰამაკში დიდი სიამოვნებით თავად ჩავწვებოდი“

უცნაური კონსტრუქციის აპარატი, რომელიც დაფრინავს, თბილისშიცგამოჩნდა. დრონზე ჩამოკიდებულ ჰამაკში, სავარაუდოდ, რეალური ადამიანი წევს და დრონსაც საკუთარი ხელით მართავს.

ცნობილია ისიც, რომ ჰამაკი პირველად ხაშურის სიახლოვეს შენიშნეს, მას შემდეგ კი, თბილისის სხვადასხვა წერტილიც დაიპყრო. სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, რომ მფრინავი ჰამაკი შერეკილების გაგრძელება ან ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი შედეგია.

საინტერესოა, რას ფიქრობს „ცის ექსპერტი“ და მომღერალი პანჩო, რომელიც გაჰიტებულ სიმღერაში დაჟინებით გვირჩევდა ცაში ახედვას.
„არამგონია, რომ მფრინავ ჰამაკში ადამიანი იწვეს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. შესაძლებლობა რომ მქონოდა, თავად ჩავწვებოდი ჰამაკში დიდი სიამოვნებით, რომელიც იფრენდა ქალაქზე.რადგან ჩემი ადგილი ალბათ მიწაზე აღარ არის და იქნებ, მართლაც ზევით იყოს სადმე,“ - გვითხრა მომღერალმა.

„ცის ექსპერტის“ ამპლუაში კი პანჩომ ჩვენება შეცვალა და ჰამაკით ფრენა ერთ-ერთ პრობლემას დაუკავშირა: „ჰამაკის მმართველს ალბათ, ქვევით პატრულის ჯარიმები აქვს. ქუჩას უადგილო ადგილას კვეთს და აღნიშნული პრობლემები თავიდან რომ აიცილოს, გადაწყიტა, სჯობს ზევით, ჰაერში იფრინოს, თანაც ჰამაკით“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100