სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინგა გრიგოლია: ჯონ ბასი საქართველოს მეგობარია

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" რიგი ოპოზიციური ძალების მხრიდან საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასა და ქვეყნის დატოვების მოთხოვნებს კარეგორიულად არ იზიარებს.

"როდესაც პოლიტიკოსების მხრიდან ჯონ ბასზეა საუბარი, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ბასი ის ადამიანია, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის დღიდან თავისუფალი მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის იბრძვის" – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ინგა გრიგოლიამ და აქვე დასძინა, რომ "ჯონ ბასი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მებრძოლთა მეგობარია, ისევე, როგორც შეერთებული შტატები".

შეგახსენებთ, რომ მაისის თვეში აშშ-ის საელჩოსთან რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. ბოლო დღეებში კი 26 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბასის მიმართ რიგი ოპოზიციონერი პოლირიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების მხრიდან მკვეთრი კრიტიკა გამოითქვა. მას ქვეყნის ტერიტორიის დატოვებაც მოსთხოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100