სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთისა და ნორვეგიის ერთობლივი სამხედრო–საზღვაო წვრთნები

11–16 მაისს, ბარენცის აკვატორიასა და ნორვეგიის ზღვაში, რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალების ჩრდილოეთის ფლოტისა და ნორვეგიის სამხედრო–საზღვაო ძალების ფართომასშტაბიანი ერთობლივი სწავლება მიმდინარეობს სახელწოდებით „Помор-2011“. სწავლებაში მონაწილეობას იღებს ჩრდილოეთის ფლოტის დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდი „ვიცე–ადმირალი კულაკოვი“, ნორვეგიული ფრეგატი „ჰელგე ინსტადი“, სანაპირო დაცვის ხომალდები, ვერტმფრენები და საზღვაო ავიაციის ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავები. სწავლება რამდენიმე ეპიზოდისგან შედგება. მათ შორის, ერთ–ერთია საარტილერიო სროლები საჰაერო და წყალზედა სამიზნეებზე, წყალქვეშა ნავების აღმოჩენა და შეტევის განხორიელება, საჰაერო თავდასხმის მოგერიება, ანტისამეკობრეო ოპერაციები, ნავთობის პლატფორმის ან სამოქალაქო გემის გათავისუფლება შეიარაღებული ექსტრემისტებისგან. სწავლების მთავარი მიზანია, რუსეთისა და ნორვეგიის ერთობლივი სამხედრო მოქმედებების დამუშავება და დახვეწა არქტიკის რეგიონში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100