
ძლიერი ხანძარი ხონის საჯარო სკოლაში - ამ წუთებში, ცეცხლის ჩაქრობას 7 სახანძრო და 35 მეხანძრე-მაშველი ცდილობს
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში საჯარო სკოლის შენობა იწვის. ცეცხლი მე-2 სართულზე გაჩნდა რის შემდეგაც ჭერი ჩამოინგრა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკოპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარი