
თიბისი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის მხარდამჭერია
თიბისის
მხარდაჭერით, 2025
წლის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრების
შესარჩევად ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება.
2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა
ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური
ინტელექტის ასოციაციამ GAIA,
IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩევის ექსკლუზიური ავტორიზაცია მოიპოვა. ასევე, ოლიმპიადის
მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).
ოლიმპიადის სტრუქტურა და მიზანი:
- ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება ორ ტურად
- ოლიმპიადის
პირველი ტური ჩატარდება ონლაინ 2025 წლის 27 აპრილს და იქნება ტესტური
ფორმატის (multiple-choice)
- პირველი ტურის თემატიკა იხილეთ აქ: https://ioai-official.org/syllabus-2025/
- ოლიმპიადის
მეორე ტური და შემდგომი ნაბიჯები: პირველი ტურის შედეგების მიხედვით შეირჩევიან მეორე ტურში გადასული
მოსწავლეები (არაუმეტეს 40). მეორე ტურში გადასვლის კრიტერიუმებს და სხვა
დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ არაუგვიანეს 20 აპრილისა. მეორე
ტურის შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები.
- საერთაშორისო
ოლიმპიადა (IOAI 2025): შერჩეული ნაკრები 2025 წლის 2-9 აგვისტოს გაემგზავრება პეკინში
(ჩინეთი)
- IOAI 2025-ის შესახებ დეტალური
ინფორმაცია (განრიგი, მიზნები, ფორმატი) იხილეთ აქ: https://shorturl.at/jlKjB
ვის შეუძლია მონაწილეობა?
- ოლიმპიადაში
მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.
- პირველ ტურში
მონაწილეობისთვის მოსწავლე უნდა დარეგისტრირდეს აქ: https://www.aiassociation.ge/ai-olympiad-registration
რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება:
- რეგისტრაციის დადასტურებას, პირველი ტურის ონლაინ
პლატფორმაზე მოწვევას და ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის
დასრულებიდან ოლიმპიადამდე არანაკლებ 3 დღით ადრე.
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის
22 აპრილი.
დამატებითი რესურსები:
GAIA-ს საოლიმპიადო ონლაინ კურსის ჩანაწერები ხელმისაწვდომია აქ: https://tinyurl.com/mw63uyre
თიბისი, როგორც ახალი
თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა
და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში,
თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს
აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.
კომენტარი