
დიღომში სამი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, არიან დაშავებულები
დიღმის მასივში, რესტორან „ფაეტონთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია
კომენტარი