რობერტ სტურუა მოსკოვში „მთავარი მოწვეული რეჟისორი“ გახდება?
„რობერტ სტურუა მოსკოვში გადადის?“– ამ სათაურით ქვეყნდება დღეს სტატია რადიო „თავისუფლების“ რუსული სამსახურის ოფიციალურ ვებ–გვერდზე. გამოცემას რობერტ სტურუას ციტატა მოჰყავს:
„მოსკოვის „ეტ–სეტერას“ თეატრიდან პროდუსერი, ალექსანდრე კალიაგინი დამიკავშირდა და შემომთავაზა თეატრში დასაქმება. მას სურს, რომ არა სამხატვრო ხელმძღვანელის, არამედ სამხატვრო ხელმძღვანელთან არსებული „მთავარი მოწვეული რეჟისორის“ თანამდებობა შემომთავაზოს. ჯერ არ დავთანხმებულვარ, რადგან მინდა, ჩამოვყალიბდე, თუმცა, არც უარი მითქვამს. “, – ამბობს რობერტ სტურუა რადიო „თავისუფლების“ რუსულ სამსახურთან საუბრის დროს და მისი გათავისუფლების ამბებს ასე იხსენებს:
„გუშინ 5 საათზე თეატრის მენეჯერი მოვიდა და ჩემი გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანება მომიტანა. ამ დროს Facebook-ში ვიყავი შესული. სოციალურ ქსელში ბევრი მეგობარი მყავს. მოხუცი ადამიანი ვარ, თუმცა მეგობრების უმეტესობას ახალგაზრდები წარმოადგენენ... შემდეგ სურათი გადავუღე მინისტრის ბრძანებას და Facebook-ზე ავტვირთე“.
სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რობერტ სტურუამ შეთავაზება ლონდონის ერთ–ერთი თეატრიდანაც მიიღო.
კომენტარი