
გვინეა-ბისაუ კადაფის თავშესაფარს სთავაზობს
გვინეა-ბისაუს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მიიღებს ლიბიიდან განდევნილ მუამარ კადაფის. გვინეა-ბისაუ საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის და შესაბამისად საერთაშორისო სამართალი მას არ ავალდებულებს კადაფის სასამართლოსთვის გადაცემას.
პრემიერ მინისტრმა კარლოს გომესმა კადაფისთვის თავშესაფარის მიცემის განცხადება გუშინ გვინეა-ბისაუს ეროვნული რადიოს ეთერში გააკეთა.
გვინეა-ბისაუს კადაფის მთავრობასთან ახლო კომერციული ურთიერთობები ჰქონდა.
კომენტარი