სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამართალდამცავებმა დავით კირკიტაძის სახლი დატოვეს

სამართალდამცავებმა დავით კირკიტაძის საცხოვრებელი კორპუსი დატოვეს. როგორც კირკიტაძის სახლთან მისულმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ისინი კირკიტაძის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ, სამართალდამცავები წავიდნენ.

"ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული. მას შემდეგ, რაც ჩვენც მოვედით და მედიაშიც გავრცელდა ეს ინფორმაცია, ეს ხალხი გაიპარა აქედან. მოპარვა უნდოდათ თუ მოტაცება დათო კირკიტაძის სახლიდან, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს რომ მხდალი ხელისუფლების რეფლექსებია, ფაქტია. თუ რამე იყო, ახლა სად არიან? სად წავიდა ეს ხალხი, მობილიზება რომ ჰქონდათ გაკეთებული? არავის არავისი ეშინია. თუ ვინმეა დასაკავებელი და თუ ვინმეს მიმართ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ესენი არიან ის კრიმინლები, ვინც ხელისუფლებაში არიან" - განაცხადა ხაბეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100