
"ის თანამშრომლები რომლებიც გაზაფხულიდან სამსახურში ივლიან ველოსიპედებით" - ნახეთ რა ინიციატივით გამოდის მამუკა ღლონტი
მამუკა ღლონტის ოფიციალური განცხადებას ავრცელებს:
"ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი რადიო “მაესტროს“ ის თანამშრომლები რომლებიც გაზაფხულიდან სამსახურში ივლიან ველოსიპედებით ან სხვა ორთვლიანი ტრანსპორტით პრემიის სახით ყოველთვიურად მიიღებენ სახელფასო დანამატს საკუთარი ხელფასის 10% ის ოდენობით. მივმართავ ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელს წაახალისონ ის თანამშრომლები რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ეკოლოგიურ ტრანსპორტს. ყველამ ვიზრუნოთ ჩვენი შვილების ჯანმრთელ მომავალზე. გადავაქციოთ თბილისი ველოსიპედებით სავსე ნამდვილ ევროპულ ქალაქად.
რადიო “მაესტროს“ დირექტორი: მამუკა ღლონტი.
P.S. გთხოვთ გაავრცელოთ ეს განცხადება რათა ბევრი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იხილოს ის", - წერს ღლონტი "ფეისბუქ" გვერდზე.
კომენტარი