
თელავში მამაკაცი ღვინის 5-ტონიან რეზერვუარში ჩავარდა და გარდაიცვალა
თელავში 75 წლის მამაკაცი ღვინის რეზერვუარში ჩავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა.
მამაკაცის ცხედარი რეზერვუარიდან შემთხვევის ადგილზე მაშველების მისვლამდე ამოასვენეს.
კომენტარი