
ალასანია არ გამორიცხავს, რომ ქუჩის აქციები არჩევნებამდე დაიწყება
კოალიცია ”ქართული ოცნებისა” და ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია არჩევნებამდე საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავს:
”თუ საჭირო გახდა არჩევნებამდე, ბუნებრივია, დაიგეგმება აქციები. აქციები ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, როდესაც ადამიანებს აქვთ კანონის ფარგლებში საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა”, - აცხადებს ირაკლი ალასანია.
მისივე თქმით, გასაპროტესტებელი ჩვენს ქვეყენაში ყოველდღიურად ბევრი რამ ხდება:
”აქედან გამომდინარე, საჭიროების მიხედვით, დაიწყება საპროტესტო აქციები”, რომელსაც ორგანიზებას, ალასანიას თქმით, თავად სამოქალაქო საზოგადოება გაუწევს.
კომენტარი