
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამასთან გამოჯანმრთელდა 7 ადამიანი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1213 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 994-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 333.
კომენტარი