
აბასთუმნის ტყეში ხანძარია – გამოძახებულია ვერტმფრენი
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგნეტოს ინფორმაციით, ხანძარია აბასთუმნის ტყეშიც, სადაც ამ დროისთვის ცოცხალი ძალა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა მობილიზებული.
სააგენტოს ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ერთვება ვერტმფრენიც. მათივე ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით ხანძრის ფართობი დიდი არაა.
ადგილზე დამატებით ათეულობით ადამიანია გაგზავნილი.
კომენტარი