
ოქროს აკვანი 2014
2014 წლის 7 ივნისს, ბაზალეთის ტბის პირას, ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის“ ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა ყოველწლიური სახალხო დღესასწაული ,,ოქროს აკვანი’’. წელს ფესტივალი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს მიეძღვნა.მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კუთხის პოეტებმა, მომღერლებმა , მოკაფიავეებმა.
ღონისძიებაზე გაიმართა ხევსურული დოღი (სულის ცხენი). გამარჯვებულ მხედარს მთავარი პრიზი ლუდსახარშმა ,,ზედაზენმა’’ გადასცა. უძველესი წესით მოიხარშა ლუდი ,,ხევსურული’’, რომელიც ხევისბერმა დაამწყალობნა.
კომენტარი