
პარლამენტმა ერთთვიანი საშვებულებო პერიოდი აიღო
პარლამენტმა რიგგარეშე სხდომით მუშაობა დაასრულა და ერთთვიანი საშვებულებო პერიოდი აიღო, თუმცა გამორიცხული არ არის, კანონმდებლობიდან გამომდინარე, რიგგარეშე სხდომა გაიმართოს.
საგაზაფხულო სესიის განმავლობაში კანონმდებლებმა 280-მდე კანონპროექტის მიღება შეძლეს, მათ შორის - საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება.
უკვე განსაზღვრულია საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობის საკითხიც და მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კანონმდებლები მუშაობას ქუთაისში გააგრძელებენ.
კომენტარი