
ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ
26 მაისის საქმეზე
ვანო მერაბიშვილს
4 წლითა და
6 თვით პატიმრობა
მიუსაჯა. განაჩენი
მოსამართლემ რამდენიმე
წუთის წინ
გამოაცხადა. პროცესს
ვანო მერაბიშვილიც
ესწრება.
26 მაისის
საქმეზე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარდგენილი ბრალდება 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
აღსანიშნავია,
რომ სასამართლომ ვანო მერაბიშვილს რამდენიმე კვირის წინ განაჩენი ე.წ. ფიქტიური დასაქმების ეპიზოდზეც გამოუტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით,
ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა შეეფარდა.
კომენტარი