
ტურიზმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო 66-ე ადგილზეა
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ ყოველწლიურად აქვეყნებს მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის რეიტინგს. 2013 წლის რეიტინგში 140 ქვეყანა მოხვდა, სადაც საქართველო 4,10 ქულით 66-ე ადგილს იკავებს.
2011 წელთან შედარებით, საქართველომ პოზიციები 7 პუნქტით გააუმჯობესა. 2 წლის წინ ჩვენი ქვეყანა 73-ე ადგილზე იყო.
აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სხვადასხვა ფაქტორი სხვა ქვეყნებთან შედარებით კონკურენტუნარიანია, რაც ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
კომენტარი