
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 012 ადამიანს დაუდასტურდა, 2 638 კი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 012 ადამიანს დაუდასტურდა, 2 638 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსის 224 155 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 208 951. გარდაიცვალა 2 443. კარანტინის რეჟიმშია 420 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 677 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 1 393 ადამიანი იმყოფება.
კომენტარი