
საშინელი ავარიის შედეგად ოთხი მგზავრიდან მხოლოდ პატარძალი გადარჩა (ვიდეო)
ტამბოვში საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ფოლკსვაგენის“ ნასვამმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოძრაობის საპირისპირო ზოლზე გადავიდა და „ვაზ 2104“-ს შეეჯახა, რომელიც საქორწილო ესკორტში მოძრაობდა.
„ლადაში“ ნეფე-დედოფალთან ერთად უკანა სავარძელზე 10 წლის ბავშვი და ახალგაზრდა გოგონა ისხდნენ. მანქანაში მყოფთაგან მხოლოდ პატარძალი გადარჩა, სამი ადამიანი კი დაიღუპა.
„ფოლკსვაგენის“ მძღოლი მრავლობითი მოტეხილობებით უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში.
კომენტარი