სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოს“ განცხადება

მოძრაობა ”სამართლიანი საქართველო” აღშფოთებულია სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის,არჩილ ნიკოლაიშვილის განმარტებით, რომელიც შეეხება მოძრაობის ლიდერის , ბატონ სერგო ჯავახიძის გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით , საქართველოს დატოვებაზე უარის თქმის მოტივს, კერძოდ ა. ნიკოლაიშვილმა სატელეფონო საუბრისას მოძრაობის უფლებამოსილ გამგეობის წევრთან, ქალბატონ თამარ ჯუღელთან, უარი ახსნა იმ მოტივით, რომ : ,, ბატონი სერგო ჯავახიძე საქართველოდან გასვლის შემთხვევაში დარჩება გერმანიაში”.

მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” გაოგნებულია ამ ბიუროკრატი ჩინოვნიკის განმარტებით, მაშინ როდესაც ვიზიტის შესახებ ინფორმირებულია გერმანიის ბუნდესტაგი, ბუნდესკანცელარია და გერმანიის საელჩო საქართველოში, საქართველოში არსებული საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი და არსებობს მათი და გერმანიის საელჩოს შუამდგომლობა, როცა გერმანიის მთავრობა კვალიფიცირებული ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის ვიზიტს აღიქვამს, როგორც მნიშვნელოვან მივლენას, მაშინ, როცა სერგო ჯავახიძე გერმანიის ბუნდესტაგში წარმოადგენს, არამარტო ოპოზიციურ პარტიას, არამედ საქართველოს, ამ ,,პოლიტიკურად ბეცი” ჩინოვნიკის პოლიტიკური გადაწყვეტილება ლახავს საქართველოს იმიჯს, ქვეყნის შიგნით საერთაშორისო მისიებთან მიმართებაში და ქვეყნის გარეთ ევრიკავშირის ერთერთი წამყვანი სახელმწიფოს თვალში.

მისმა უგნურმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა გავლენა იქონიოს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებზე, რომელიც ჩვენი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100