გიზო ნიშნიანიძე დღეს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენეს
ქართველი მწერალი და პოეტი გიზო ნიშნიანიძე დღეს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენეს.
ქაშუეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, ხოლო 24 სექტემბერს გიზო ნიშნიანიძეს დიდუბის მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მწერალი და პოეტი გიზო ნიშნიანიძე 83 წლის ასაკში 20 სექტემბერს გარდაიცვალა.
ნიშნიანიძე საჩხერეში სტუმრად იმყოფებოდა და ახლობლების გარემოცვაში საკუთარი ლექსის წარმოთქმისას მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა.
ერთი წლის წინ მწერალსა და პოეტს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. "გიზო ნიშნიანიძე-პაემანი ვერაზე" - ასე ჰქვია ვარსკვლავს, რომელიც ძველი თაობის კოლორიტებს ეძღვნება.
2003 წელს გიზო ნიშნიანიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
კომენტარი