
"აგვისტოს 5 დღის" საპრემიერო ჩვენებას ამერიკელი კონგრესმენებიც დაესწრებიან
"აგვისტოს 5 დღე"-ს საპრემიერო ჩვენებას თბილისში ამერიკელი კონგრესმენებიც დაესწრებიან. ოთხკაციანი დელეგაცია საპატიო სტუმართა სიაშია. ფილმის ჩვენება 5 ივნისს საქართველოს ყველა კინოთეატრში შედგება. საპრემიერო ჩვენებების შემდეგ კი კინოთეატრების კარი უკვე კინომანებისთვის გაიღება.
პრემიერა საღამოს 18:00 საათზეა დანიშნული, კინოგაქირავების პირველი ჩვენება კი 20:00 საათზეა დაგეგმილი.
"აგვისტოს 5 დღე"-ს ბილეთები ყველა კინოთეტრში დღეს დილიდან იყიდება. გავრცელებული ინფორმაციით, 5 ივნისის სეანსებისათვის ბილეთები უკვე გაყიდულია. ბილეთის ფასი 13 ლარია. ფილმის ჩვენება თბილისს გარდა ასევე გაიმართბა რუსთავში, ქუთაისში საჩხერეში ზუგდიდსა და გორში.
კომენტარი