
თბილისში ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
წინასწარი ინფორმაციით დამწვარია 30 მ² ფართობი.
კომენტარი