სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფეისბუქის გამოყენებისთვის სირიაში გოგონა ჩაქოლეს

სირიის ქალაქ რაკკაში ადგილობრივ მცხოვრებს სოციალურ ქსელ ფეისბუის გამოყენებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს. ახალგაზრდა გოგონას ფარუმ ალ-ჯასიმს ფეისბუქის გამოყენებისთვის ზუსტად ისეთივე სასჯელი გამოუტანეს, როგორც ქმრის მოღალატე ქალებისთვის გამოაქვთ და ქვებით ჩაქოლეს.

აღნიშნულ ინფორმაციას სირიის მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ისრაელის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. სტატიის ავტორი განმარტავს, რომ ქალაქი რაკკა და მისი მიმდებარე ტერიტორია კონტროლდება რადიკალური სირიული დაჯგუფების მიერ, რომლის წევრებიც ქვეყნის ტერიტორიაზე შარიატის სასტიკი კანონების დამკვიდრებას ცდილობენ.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100