
"ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, თუ ვანო ჯავახიშვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდა" - ნახეთ, რას წერს ნიკა გვარამია
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ემზარ კვიციანის სიტყვებს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ გიორგი სანაიას შემდეგ მომავალი მსხვერპლი კმედი გრუპის წევრი ვანო ჯავახიშვილი იქნება. ამის საპასუხოდ გვარამიამ სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა:
"ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, თუ მისი სატელიტის ეს ბოდვა იმგვარ შედეგს გამოიღებს, რომ ვანო ჯავახიშვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდა, მერე საკუთარ თავს დააბრალოს.
მთელი არხის სახელით, მოვითხოვ დაუყოვნებლივ რეაგირებას" - წერს გვარამია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი