სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იური ვაზაგაშვილი, სავარაუდოდ, შვილის საფლავზე ააფეთქეს

კასპის რაიონის სოფელ ყარაფალაში იური ვაზაგაშვილმა სავარაუდოდ თავი აიფეთქა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სოფლის ადგილობრივმა მცხოვრებებმა განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ვაზაგაშვილმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო. აღნიშნული ფაქტი ვაზაგაშვილის შვილის საფლავზე მოხდა.

საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა
აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერიტორია დანაღმული იყო და აფეთქება ამის შედეგად მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100