
დეკანოზი გიორგი მამალაძე სკოლა-გიმნაზიის დირექტორობიდან გადააყენეს
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორობიდან გადააყენეს და მისი ადგილი მამა დანიელ სოლომონიძემ დაიკავა.
სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილე მარიან ტარიელაძემ განაცხადა, რომ დირექტორის ჩანაცვლების გადაწყვეტილება მეუფე დიმიტრის აჭარაში ჩასვლის შემდეგ მიიღეს.
დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აღნიშნულ სკოლას ბოლო 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
კომენტარი