
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია. პეტრიაშვილი ირანელ ამილ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 6:3 დაამარცხა.
ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს შეხვდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
გენო პირველ შეხვედრაში ეგვიპტელ ქამალ აბდელმოტალებს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად ანგარიშით 11:0 დაამარცხა. პეტრიაშვილის მთავარი კონკურენტი თურქი ტაჰა აკგული კი ბადის სხვა მხარეს ასპარეზობდა, პირველი შეხვედრა ტაჰამაც მოიგო, თუმცა 1/4 ფინალში 21 წლის ამერიკელ სტივენსონთან 0:8 დამარცხდა. ეს თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიადის მთავარი სენსაციაა.
კომენტარი