
ხუდადოვის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა - გარდაცვლილია მამაკაცი, რომელიც სახლში ქირით ცხოვრობდა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე #4-ში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც გარდაცვლილია 59 წლის მამაკაცი გ.ა., რომელიც სახლში ქირით ცხოვრობდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.
კომენტარი