
"მთავარი არხის" ეგზიტპოლის შედეგებით თბილისი ნიკა მელიამ მოიგო
დღევანდელ არჩევნებში მერობის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა? - "მთავარი არხის" დაკვეთით, კომპანია "ანოვას" მიერ თბილისში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:
ნიკა მელია - 51%
კახა კალაძე - 49%
ეგზიტპოლი ჩატარდა "მთავარი არხის" დაკვეთით, გამოკითხვის პროცესი შეასრულა კომპანია "ანოვამ". შედეგების დათვლაზე იმუშავა სტატისტიკოსების ჯგუფმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.
გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.
შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.
ეს შედეგები ასახავს 18:00 საათის მონაცემებს.
კომენტარი