
მსოფლიოს ნომერ პირველი პოკერის ტურნირი WSOP საქართველოში ჩატარდება
მსოფლიოს ნომერ პირველი პოკერის ტურნირი WSOP აღმოსავლეთ ევროპაში პირველად სწორედ საქართველოში, თბილისში ჩატარდება. პოკერის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი სპორტის სასახლეში 3 მარტს აიღებს სტარტს და 9 მარტს დასრულდება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 700 000 ამერიკული დოლარია, გარდა ამისა თამაშდება 7 WSOP Circuit ბეჭედი, რომლის მფლობელებიც სამუდამოდ ჩაიწერებიან მსოფლიო პოკერის ისტორიაში. ტურნირის ორი მთავარი გამარჯვებული კი გაემგზავრება ამერიკაში WSOP Global Casino Championship -ზე და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.
სპეციალურად თბილისში დაგეგმილი ჩემპიონატისთვის საქართველოს პოკერის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე Jonathan Duhamel-ი ეწვევა. დუჰამელი მსოფლიოს საუკეთესო სამ პოკერის მოთამაშეს შორის შედის. საქართველოს ასევე ეწვევა ამ ტურნირების ცნობილი ექსპერტი და კომენტატორი Kara Scott.
კომენტარი