
ცოლის ნაჩუქარი ლატარიის ბილეთით მოგებული $350,000
დაბადების დღისთვის ცოლის ნაჩუქარი ლატარიის ბილეთით ავსტრალიელმა ჯეკპოტი, $350,000 მოიგო.
წყვილის ბილეთი 10 გამარჯვებულს შორის იყო. შესაბამისად, თანხა მათზე განაწილდა. ჯეკპოტის მთლიანი რაოდენობა $347 862 34-ს შეადგენდა.
„პენსიონერები ვართ, ასე რომ, ბევრი დრო გვაქვს იმის დასაგეგმად, როგორ გამოვიყენებთ ამ თანხას დროის სასიამოვნოდ გასატარებლად“ - განაცხადა საჩუქრის ავტორმა.
კომენტარი