"როდესაც საქართველო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება" - ჟოზეფ ბორელის გზავნილი ქართველებს
"ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა არის მისი გზავნილი ქართველების მიმართ. "ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა, ახლა მათ აქვთ შესასრულებელი საქმეები, აქვთ განრიგი, ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ასე რომ, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე დგახართ“, – განაცხადა ბორელმა. კითხვაზე, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, როდესაც ქვეყანა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ “ნამდვილად ასე იქნება“. "ნამდვილად. როდესაც ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ავტომატურად მოხდება“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
კომენტარი