სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელია ყველაზე სწრაფად მზარდი სფერო?

ელექტრონული კომერციის ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება და მომხმარებლებში სულ უფრო პოპულარული ხდება ონლაინ შოპინგის იდეა. ონლაინ მაღაზიები მომხმარებლებს დროის დაზოგვის საშუალებასა და მოქნილ სერვისს სთავაზობს.

ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს საქართველოში უკვე ბევრი ადამიანი მიმართავს , რომლებიც ონლაინ შეძენილ პროდუქციას სასურველ მისამართზე დამატებითი ძალისხმევის გარეშე იღებს.

ქართული ელექტრონული კომერციის ლიდერი კომპანია, ისურვე, უკვე მეოთხე წელია, რაც პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს მსურველებს.

სხვადასხვა საჭიროების ხელსაწყოები და ინსტრუმენტები, ავტომობილის აქსესუარები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები, ჭურჭელი და სამზარეულოს აქსესუარები, თავის მოვლისა და ჰიგიენური საშუალებები, მობილურები და მობილურის აქსესუარები, ასევე, სხვადასხვა სეზონის შესაბამისი ნივთები.

ამ კატეგორიებიდან, სასურველი პროდუქტის შერჩევის და შეძენის შემდეგ, სრულად მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისითა და ლოიალური საგარანტიო პირობებით, პროდუქციას კურიერი მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მოგაწვდით.

აღსანიშნავია, რომ არსებულ მკაცრ რეგულაციურ პირობებში, კომპანია ახერხებს, მომხმარებლებს სერვისი უწყვეტად შესთავაზოს. პანდემიის პირობებში თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ აქტიურად მუშაობას.

ელექტრონული კომერცია დღითი დღე უფრო აქტუალური და მზარდი სფერო ხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100